ბელგიის პრემიერი: უკრაინამ ჯერ უნდა მოიგოს ომი და შემდეგ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს თავისი როლი უსაფრთხოების ხელშესახები გარანტიების უზრუნველსაყოფად

ბელგიის პრემიერ-მინისტრი, ალექსანდერ დე კროო აცხადებს, რომ უკრაინამ ჯერ რუსეთთან ომი უნდა მოიგოს, რის შემდეგაც იქნება საუბარი უსაფრთხოების გარანტიებზე.

„უკრაინამ ჯერ უნდა მოიგოს ომი. მას შემდეგ, რაც უკრაინა შეძლებს რუსებს უკან დაახევინოს, მაშინ ევროკავშირმა უნდა შეასრულოს თავისი როლი მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშესახები გარანტიების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნა ბელგიის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, დე კროო მიიჩნევს, რომ ჯერ ნაადრევია საუბარი უკრაინის ტერიტორიაზე ევროკავშირის სამშვიდობო ძალების განლაგებაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები