მთიან აჭარაში, რამდენიმე ლოკაციაზე მეწყერი ჩამოწვა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, უამინდობის შედეგად ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
“ხულოში, სტიქიის შედეგად გამოწვეული პრობლემების სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
უხვმა ნალექმა რამდენიმე ლოკაციაზე მეწყრული პროცესები გამოიწვია. ჩატარებული სამუშაოების შედეგად განხორციელდა დამეწყრილი საავტომობილო გზების გაწმენდა. ასევე, თოვლის ზვავის შედეგად ჩაიკეტა სოფელ თაგოს გზა, მცირე მეწყრული პროცესი განვითარდა სოფელ ჩაოს გზაზეც, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყება.
უამინდობის შედეგად ქარმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ზარალს მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი კომისია შეისწავლის და ოჯახებს გაეწევათ შესაბამისი დახმარება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.