ოკუპირებულ აფხაზეთში სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა
ოკუპირებულ აფხაზეთში, ე.წ. პარლამენტის შენობასთან სროლის შედეგად დაჭრილი ერთ-ერთი პირი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
მათი ცნობით, გარდაცვლილი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი – ვახტანგ გოლანძიაა.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტთან სროლა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა.