ლანა გალდავა – პოლიციელებზე: ვიღაც ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ რომ რაღაცას გესვრის, პროპორციული ძალით თავდაცვის უფლება გაქვს
“გვანახეთ ეს დაშავებული პოლიციელები”, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს” წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა, რითაც საპროტესტო აქციებზე დაშავებული 150 პოლიციელის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც გალდავამ აღნიშნა, მას დაშავებული პოლიციელები არ უნახავს.
„ყველას, ვინც არიან მომიტინგეები, დაშავებულები, საავადმყოფოებში ვაკითხავთ და ვიცით მათი მდგომარეობა. გვანახეთ ის მტკიცებულებები, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მიტინგზე მდგომმა ხალხმა დამიზნებით ვინმეს რამე დაუმიზნა – ნამდვილად არ მინახავს [დაშავებული პოლიციელები] და არც ეს კადრები არ ყოფილა.
ვიღაც ნარკოტიკული თუ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ რომ რაღაცას გესვრის, პროპორციული ძალით თავდაცვის უფლება გაქვს”, – განაცხადა გალდავამ.