საფრანგეთში მამაკაცმა ხუთი ადამიანი მოკლა და პოლიციას ჩაბარდა
ჩრდილოეთ საფრანგეთში, შაბათს, 14 დეკემბერს, მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ხუთი ადამიანი, რომელთაგან ოთხი გარდაიცვალა ქალაქ დუნკერკის მახლობლად მიგრანტების ბანაკთან. კიდევ ერთი ადამიანი კი მეზობელ ქალაქ ვორმუთში, იუწყება Le Monde.
ოფიციალური მონაცემებით, ეჭვმიტანილი, 22 წლის საფრანგეთის მოქალაქე, თავად ჩაბარდა ქალაქ ჟიველდეს ჟანდარმერიას და განაცხადა, რომ ამ მკვლელობების ჩამდენი თავად იყო. მისი მოქმედების მიზეზები ჯერჯერობით უცნობია. აღნიშნულ ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.