ქერჩის სრუტეში ორი რუსული ტანკერი ჩაიძირა

ორი რუსული ტანკერი – Volgoneft-212 და Volgoneft-239 – ჩაიძირა ქერჩის სრუტეში სანაპიროდან რამდენიმე კილომეტრში. ამის შესახებ რუსული მედია თვითმხილველებზე დაყრდნობით იუწყება.

მითითებულია, რომ დილით ძლიერმა ტალღებმა გემები დაანგრია. ჯერ დაზიანდა გემი Volganeft-212, რომელსაც 4 ტონაზე მეტ მაზუთი გადაჰქონდა, ერთი საათის შემდეგ კი – Volgoneft-239. თითოეულ ტანკერზე ეკიპაჟის 13 წევრია. მათი ბედი ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები