ოლაფ შოლცი: ჩვენ მიერ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების უფლების მიცემა შეცდომა იქნებოდა
გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თვლის, რომ შეცდომა იქნება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი იარაღის მიწოდება ან რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების დაშვება.
როგორც European Pravda იუწყება, გერმანიის კანცლერის განცხადებას n-tv ციტირებს.
შოლცმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით გერმანია გახდა უკრაინის მეორე უდიდესი სამხედრო მხარდამჭერი.
„თუმცა, მე კვლავ დარწმუნებული ვარ, რომ შეცდომა იქნებოდა, თუ ჩვენ მიერ უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის იქნებოდა გამოყენებული“, – განაცხადა შოლცმა.
შოლცის თქმით, აუცილებელია „ნებისმიერი ფასად“ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასა და NATO-ს შორის.