Bloomberg: რუსეთი ახლოს არის შეთანხმებასთან სირიის ახალ ხელმძღვანელობასთან ქვეყანაში ორი სამხედრო ბაზის შესანარჩუნებლად
რუსეთი ახლოს არის შეთანხმებასთან სირიის ახალ ხელმძღვანელობასთან ქვეყანაში ორი სამხედრო ბაზის შესანარჩუნებლად. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.
როგორც Bloomberg-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით აღნიშნავს, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ რუსული ძალები დარჩნენ ტარტუსის საზღვაო პორტში და ხმეიმიმის საჰაერო ბაზაზე.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ აქვთ არაფორმალური შეთანხმება „ჰაიათ თაჰრირ ალ შამთან“, რომ რუსეთს შეუძლია დარჩეს სირიაში მდებარე ბაზებზე.