IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-ისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა

IT, HR, ტრენერების, ფინანსური სფეროს, მარკეტერების, PR-ისა და შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების გაერთიანებულმა მსვლელობამ რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლა.

მათი საბოლოო ლოკაცია საქართველოს პარლამენტი იქნება. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მასშტაბური საპროტესტო აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები