მედია: ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისთვის ემზადება
ისრაელი ირანის ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმისთვის ემზადება,- ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს.
გამოცემის მიხედვით, სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემის და რეგიონში თეირანის მარიონეტული ჯგუფების დასუსტების შემდეგ იზოლირებულმა ირანმა ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა შესაძლოა, უფრო დააჩქაროს.
სტატიაში ნათქვამია, რომ უკანასკნელ დღეებში, ისრაელის საჰაერო ოპერაციის წყალობით, სირიაში ასადის რეჟიმის საზენიტო სისტემების 85%-ის განადგურება მოხერხდა, რაც ისრაელის რეაქტიულ თვითმფრინავებსა და დრონებს სრულ საჰაერო უპირატესობას აძლევს.
ამიტომ, მედიის დასკვნით, ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები ისლამური რესპუბლიკის ბირთვულ ობიექტებზე პოტენციური თავდასხმისთვის უკვე მზად არიან.