„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ” ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაცია „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციასა” და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიას” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტმა, ბაკურ ხუნდაძემ და „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის” დამფუძნებელმა და რექტორმა, სოფიო მაჭარაშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის მიზანია, მხარეების ერთობლივი ძალისხმევითა და მხარდაჭერით, ნარჩენების წარმომქმნელების კვალიფიკაციის ამაღლება, აგრეთვე დაინტერესებულ პირთა პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, ნარჩენების მართვის მიმართულებით.

ხელმოწერის ცერემონიალი „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიაში” გაიმართა.

მემორანდუმის თანახმად, სასწავლო კურსი 100%-იანი დაფინანსებითაა, რაც უნიკალური შესაძლებლობაა, როგორც ნარჩენების წარმომქმნელებისთვის, აგრეთვე ახალი პროფესიის შესწავლის მსურველთათვის.

კურსის ბოლოს სახელმწიფოს მიერ აღიარებული ორენოვანი სერტიფიკატი გაიცემა.

ღონისძიებას „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ვანო მთვრალაშვილი, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტები ირმა პატარაია და ნიკოლოზ ხოდელი, „ბიზნესისა და ტექნოლოგიების აკადემიის” წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები