დეკანოზი შალვა კეკელია: ღამის თევით ვატარებ წირვებს, რომ დაძაბულობა არ იყოს და ხალხმა ერთმანეთი არ დახოცოს

“ღამის თევით ვატარებ წირვებს, რომ დაძაბულობა არ იყოს და ხალხმა ერთმანეთი არ დახოცოს”,- ამის შესახებ თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა შალვა კეკელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანზე ხელის აღმართვა და ბავშვის გალახვა არის ღვთის გმობა.

“აგერა ვარ, გამოვედი და ხალხში ვდგავარ და მე სულ ხალხში ვიდექი მთელი ჩემი ცხოვრება. ადამიანის ცემაზე ცუდი დედამიწაზე არაფერი არ არის, საშინელებაა, ადამიანზე ხელის აღმართვა და ბავშვის გალახვა არის ღვთის და ადამიანის გმობა. ეს არ შეიძლება. ეს ვთქვი ქადაგებაში და დავგმე კიდევაც. გავაპროტესტე ბავშვების ცემა, პირველი მე ვთქვი.

ქაშვეთშიც ვიყავი პარაკლისზე. მე ყოველდღე ვატარებ პარაკლისებს და ღამის თევით ვატარებ წირვებს, რომ დაძაბულობა არ იყოს და ხალხმა ერთმანეთი არ დახოცოს. ყოველდღე და ყოველღამე ვლოცულობ და ერთი წუთი არ მძინებია ჩემი ქვეყნისთვის და ჩემი ერისთვის. გაგვანადგურეთ მაშინ და ეს იყო კომუნისტების დროს, გვანადგურებდით მღვდლებს. რატომ გვიყვირით სად არის ეკლესია? ეკლესია იქაა სადაც ეკლესიაა. ეკლესიას შეიძლება ასე მოექცეთ? პატრიარქს რატომ აგინებენ? თქვენი პატრიარქი არ არის ილია მეორე? გეკითხებით არ არის თქვენი პატრიარქი ილია მეორე? არ ხარ მონათლული? შენ ეკლესიას რატომ ლანძღავ?“,- განაცხადა დეკანოზმა შალვა კეკელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები