დეკანოზი შალვა კეკელია: ტაძარში ვიყავი, ჯგუფმა ჩამოიარა, ტაძარში მოგვივარდნენ, ქვეყნის მტრებო გამოდითო – კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა
“ტაძარში ვიყავი, ჯგუფმა ჩამოიარა, ტაძარში მოგვივარდნენ, მოღალატეებო და ქვეყნის მტრებო გამოდითო”, – ამის შესახებ დეკანოზი შალვა კეკელია ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძართან მომხდარზე ვიდეომიმართვაში საუბრობს.
მისივე თქმით, კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მივარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გაყვანა, დახვრეტა.
„ჩვენ გვეუბნებიან ქვეყნის მოღალატეებს. რატომ მეძახიან მოღალატეს? ეკლესიას და პატრიარქს აგინებენ. კომუნისტების დროს ხდებოდა ეკლესიაში მოვარდნა, მღვდლების ტაძრებიდან გამოყვანა, დახვრეტა, ზუსტად ეგ იყო. ქუჩაში დადგნენ და გვეძახიან, „მოღალატე, გამოდი“. წარმოიდგინეთ, ტაძარში გივარდება, გიყვირიან და გეუბნებიან, გამოდი გარეთ, შე მოღალატე, ქვეყნის მტერო. ამით რას აღწევთ, ამით რა უნდა მივიღოთ? ეკლესიის გმობით, პატრიარქის გინებით, ტელევიზიების ეთერში პატრიარქს აგინებდნენ, ლანძღავდნენ, არავის არ ამოუღია ხმა”, – ამბობს დეკანოზი შალვა კეკელია.