IT სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობით მიდიან

IT სფეროს წარმომადგენლები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობით მიდიან. მსვლელობის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირის საავტომობილო გზის ორივე მხარის დაკავება მოახერხეს. შესაბამისად, გამზირი გადაკეტილია. აქციის მონაწილეები მიმდინარე აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლებასა და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

მათ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი. აქციის მონაწილეებს შსს-ს რამდენიმე ეკიპაჟი მიჰყვება.

დედაქალაქის მასშტაბით დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების რამდენიმე მსვლელობა არის დაანონსებული.

ცნობისთვის, მასშტაბური საპროტესტო აქციები “ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები