ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა “მოქალაქეობის” შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა “მოქალაქეობის” შესახებ კანონში ცვლილებები მიიღო, რომლის მიხედვითაც, ვინც “მოქალაქეობას” მიღებს, ფიცი აფხაზურ ენაზე უნდა დადოს,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კიდევ ერთი ცვლილება რეესტრის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც, მედიის ცნობით, პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის.

„ხშირად გვაქვს კითხვები, რამდენ ადამიანს მივცეთ მოქალაქეობა და რა ნიშნით, მაგრამ რეესტრის შექმნა ამ კითხვებს მოხსნის და მოქალაქეობის პროცესს უფრო გამჭვირვალეს გახდის. აფხაზეთის მოქალაქეობის შესახებ კანონის მიხედვით, წარმოშობით აფხაზი ან სხვა ეროვნების წარმომადგენელი შეიძლება გახდეს მოქალაქე, რესპუბლიკაში ლეგალური ცხოვრების 10 წლის შემდეგ. ამასთან, კანდიდატმა უნდა ჩააბაროს გამოცდა აფხაზური ენისა და აფხაზეთის კონსტიტუციის ცოდნაში. ცვლილებები ძალაში 2025 წლის 1 მაისიდან შევა”,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები