“ამ დაძაბული დღეების პარალელურად საფრანგეთის პრეზიდენტის მხრიდან საპატიო თავმჯდომარესთან დიალოგი და მათ შორის, სურვილი, რომ გარკვეული პოზიტიური როლი ითამაშოს ამ საკმაოდ დაპირისპირებულ პროცესში, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, ნინო წილოსანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, “ქართულ ოცნებას” აქვს მოლოდინი, რომ საფრანგეთის მხრიდან ქართულ პოლიტიკაში პოზიტიური ჩართულობა გაგრძელდება.
„მოლოდინი გვაქვს, რომ გაგრძელდება დიალოგი და გაგრძელდება საფრანგეთის მხრიდან პოზიტიური ჩართულობა ქართულ პოლიტიკაში. წაგებული ოპოზიცია, რა თქმა უნდა, გვახსოვს, რომ მუდმივად ითხოვს არჩევნების გადათამაშებას. ასე არ მუშაობს დემოკრატია. მილიონ 100 ათასზე მეტმა ადამიანმა აირჩია თავისი ხელისუფალი. მინიმუმ, ამ ადამიანებს უნდა სცენ პატივი. რა თქმა უნდა, არ იქნება ვადამდელი არჩევნები. ამის მოთხოვნის არანაირი ლეგიტიმური საფუძველი არ აქვთ“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.