ისრაელმა სირიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი გაანადგურა

ისრაელმა სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის ფარგლებში სირიის სამხედრო-საზღვაო ფლოტი გაანადგურა,- ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის მინისტრი, ისრაელ კაცი ავრცელებს.

მან ეს განცხადება ჰაიფაში სამხედრო-საზღვაო ბაზაზე სტუმრობის დროს გააკეთა. როგორც კაცმა აღნიშნა, ისრაელის ჯარი „სირიასა და გოლანის მაღლობებს შორის“ ბუფერულ ზონას ქმნის.

ებრაული მედიის მტკიცებით, კაცმა სირიის სამხრეთით „სტერილური თავდაცვითი ზონის“ შექმნის განკარგულება გასცა.

IDF-ის ცნობით, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა სირიის ობიექტებზე 350-ზე მეტი საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები