“რადიკალური ჯგუფები სწორედ იმიტომ უპირისპირდებოდნენ პოლიციას, რომ აქციის დაშლის დროს ყოფილიყო მაქსიმალური დაძაბულობა, მაქსიმალურად ბევრი დაშავებული” – ვლადიმერ ბოჟაძე
“რადიკალური ჯგუფები სწორედ იმიტომ უპირისპირდებოდნენ პოლიციას, რომ აქციის დაშლის დროს ყოფილიყო მაქსიმალური დაძაბულობა, ყოფილიყო მაქსიმალურად ბევრი დაშავებული და, რა თქმა უნდა, სურვილი, მაქსიმალურად ბევრი დასისხლიანებული, დასახიჩრებული ადამიანი და შეიძლება მსხვერპლიც კი ენახათ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვლადიმერ ბოჟაძე აცხადებს.
“მინდა საზოგადოებას ვთხოვო, რომ გააპროტესტონ ის, რაც გაუხარდებათ, მაგრამ გააპროტესტონ მშვიდობიანად, დარჩნენ კონსტიტუციის და კანონმდებლობის ფარგლებში, სწორედ იმიტომ, რომ რადიკალურ ჯგუფებს, ჩვენს ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მსურველ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს არ მიეცეთ ამ სცენარის განხორციელების საშუალება,” – აცხადებს ბოჟაძე.