“აქციაზე ყოველდღიურად ნაკლები ადამიანი გამოდის და მომავალშიც ასე გაგრძელდება” – გურამ მაჭარაშვილი

“აქციაზე ყოველდღიურად ნაკლები და ნაკლები ადამიანი გამოდის და მომავალშიც ასე გაგრძელდება”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, იყო ძალიან დიდი შეცდომები.

“ამ ლოგიკას მივყავართ იქით, რომ მიხვდნენ, რომ მათი შეცდომები იყო ძალიან დიდი და ახლა უნდათ, რომ გარკვეული “ორი გვამის პრინციპი მინდა,” როგორმე გამოიყენონ. ის, რომ ოპოზიციას მორალური მხარდაჭერა არ აქვს, ამაზე მიანიშნებდა არჩევნების შემდგომი პერიოდი, როცა მილევადი იყო მათი აქცია და თუნდაც ეს ბოლო რადიკალური პროცესები, რომელიც დღესაც არის მილევადი”, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები