რატი იონათამიშვილი: გარე აქტორები ძალიან უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში

“ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი ჟიგიმანტას პავილიონისის და მარკო მიხელსონის განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებმაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან დაკავშირებით კრიტიკულად ისაუბრეს.

„ვხედავთ, რომ გარე აქტორები ძალიან უხეშად ერევიან ქვეყნის შიდა საქმეებში. ერთია, რომ მათ არაფერი გამოსდით, მხოლოდ საკუთარ თავებს აზიანებენ, მაგრამ მეორე მხრივ, ვხედავთ, რომ უკვე სასოწარკვეთილებას დაემსგავსა მათი ეს ანტიქართული და ანტიეროვნული და საქართველოს მიმართ ზიზღით სავსე განცხადებები. მე ვურჩევდი მათ, რომ თავი შეიკავონ ამ ყველაფრისგან, ვინაიდან ცხადია, ვერაფერს მიაღწევენ გარდა იმისა, რომ ჩვენს საზოგადოებას ექნება მტკიცე და ერთიანი, მათთვის არასასურველი პასუხი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები