ბრაზილიის პრეზიდენტს თავის ტვინზე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა
ბრაზილიის პრეზიდენტს ლუის ინასიო ლულა და სილვას თავის ტვინზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია მას შემდეგ ჩაუტარდა, რაც ის საავადმყოფოში ორშაბათს ღამით თავის ტკივილით გადაიყვანეს და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის შედეგად თავის ტვინში სისხლჩაქცევა დაუდგინდა.
სან პაულოს საავადმყოფოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ოპერაციამ გართულების გარეშე ჩაიარა.
მედიკოსები სისხლჩაქცევას ოქტომბერში მომხდარ ინციდენტს უკავშირებენ, როდესაც ქვეყნის ლიდერი პრეზიდენტის რეზიდენციაში, შხაპის მიღებისას დაეცა.