დაბა ურეკში, 25-ე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
დაბა ურეკში, 25-ე ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფორმაციას ოზურგეთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის დაფინანსებით, პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე არხები და იგება 700 მეტრი სიგრძის გზა. სამუშაოების ღირებულება 545 208 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის პროცესს, ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.
თალაკვაძემ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„განვაგრძობთ ინფრასტრუქტურის განახლებას ოზურგეთში. ვასრულებთ კიდევ ერთ პირობას, რომელიც საზოგადოებას მივეცით და დაბა ურეკში, წვერმაღალას ტერიტორიაზე 25-ე ქუჩის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ. სამუშაოების ფარგლებში, გზასთან ერთად, მოეწყო სანიაღვრე არხები. მადლობას ვუხდი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდაჭერისთვის,”- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.