ზესტაფონის მე-4 საჯარო სკოლის რეაბილიტირებული შენობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო მუნიციპალიტეტში ორი საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საგანმანათლებლო დაწესებულებათა შორისაა მე-4 საჯარო სკოლა.

,,რეაბილიტაციის ფარგლებში მე-4 საჯარო სკოლაში მოეწყო საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, ექიმის კაბინეტი, რესურს ოთახი, საკონფერენციო სივრცე, სპორტული ინფრასტრუქტურა, განთავსდა ლიფტი. სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სკოლა აღიჭურვება შესაბამისი სასწავლო რესურსით და ინვენტარით.

სარეაბილიტაციო პროცესებს ადგილზე გაეცნო ზესტაფონის მერი – ვასილ გველესიანი სკოლის ადმინისტრაციასთან და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად. როგორც მერმა განმარტა სულ მოკლე დროში 700-მდე მოსწავლე შეძლებს ისარგებლოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვილი საგანმანათლებლო და სპორტული ინფრასტრუქტურით”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები