ლანჩხუთის მერია: შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში შიდა გზების რეაბილიტაცია აქტიურად გრძელდება.
ინფორმაციას ლანჩხუთის მერია ავრცელებს.

“სამუშაოები ამ დროისთვის ჯურუყვეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს, რომელსაც კომპანია ,,პალადა” ასრულებს.

სამუშაოები გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.

პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 182 636 ლარით ფინანსდება.

სოფელ ჯურუყვეთში მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მოადგილე თორნიკე ტიკაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად დაათვალიერა”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები