თეთრი სახლი: ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მეტყველებს
თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე ჯონ ფაინერი მიიჩნევს, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებაზე მიუთითებს.
„ასადის მთავარი მხარდამჭერები, რუსები და ირანელები, სრულიად მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ამისთვის, მაგრამ ეს არ იყო უბრალოდ შეცდომა ან შემთხვევითობა. ასადის რეჟიმი სირიაში, ფაქტობრივად, რუსულ-ირანულ ერთობლივ საწარმოდ იქცა და ორ პარტნიორს აღარ შეეძლო დახმარების აღმოჩენა, რომელიც გადარჩენისთვის იყო საჭირო. ეს დიდწილად ხსნის იმას, თუ რატომ ვერ დარჩა ასადი ხელისუფლებაში“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის მოადგილემ.
მისივე თქმით, ეს არ არის პირველი დანაკარგი, რომელიც ირანმა ბოლო წლის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში განიცადა – ამით მან „ჰამასსა“ და „ჰეზბოლაზე“ მიანიშნა.