ზელენსკი: ტრამპს ვუთხარი, რომ პუტინს მხოლოდ მისი ეშინია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ომში წარმატებას სჭირდება ერთიანობა ამერიკის, ევროპის და მსოფლიოში ყველას მხრიდან, ვინც უსაფრთხოების ფასი იცის.
“ომის დასასრულებლად აუცილებელია ერთიანობა, ძლიერი პოზიციები და მშვიდობის გარანტიები. მხოლოდ სიმტკიცეს შეუძლია ომის სამართლიანად დასრულება და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფა და ახლავე მოქმედებაა საჭირო, რათა შესაბამისი საერთაშორისო წესრიგი აღდგეს”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ტრამპს უთხრა, რომ პუტინს მხოლოდ მისი და შესაძლოა, ჩინეთის ეშინია.
საფრანგეთის და ამერიკის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ, ზელენსკიმ მაკრონს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ორგანიზებისთვის, ხოლო ტრამპს – ომის სამართლიანად დასრულების მტკიცე გადაწყვეტილებისთვის.