ამერიკის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ბრაიან მასტი იქნება

„რესპუბლიკური“ პარტიის წარმომადგენელი ფლორიდიდან ბრაიან მასტი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის შემდეგი თავმჯდომარე გახდება და ტეხასელ მაიკლ მაკოლს შეცვლის.

ამერიკული მედიის ცნობით, მასტმა უკვე მიიღო მხარდაჭერა და დადებითი შეფასება მისი თანაპარტიელებისგან.

„მისი ურყევი ერთგულება ამერიკული ღირებულებების დასაცავად და ამერიკის მტრებთან დაპირისპირებასთან, ბრძოლის ველზე მისი მსახურებითა და თავგანწირვით, განასხვავებს მას, როგორც ჩვენი ქვეყნის ძლიერ ადვოკატს. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს პატივი და ჩვენ ვამაყობდით, რომ მხარს ვუჭერდით მას ამ ძლიერ თანამდებობაზე“,- აფასებენ მასტს კოლეგები.

ორშაბათს გამართული მოსმენის დროს, მასტმა საკუთარი პრეზენტაციით თანაპარტიელებზე შთაბეჭდილება მოახდინა, რის შედეგადაც იგი ამ თანამდებობაზე აირჩიეს. მასტმა სამი კონკურენტი დაამარცხა – ახლო აღმოსავლეთის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე ჯო უილსონი სამხრეთ კაროლინადან, პალატის საგარეო საქმეთა ვიცე-თავმჯდომარე ენ ვაგნერი მისურიდან და ყოფილი პალატის ზედამხედველობის კომიტეტის თავმჯდომარე დარელ ისა კალიფორნიიდან.

როგორც მედია აღნიშნავს, მასტი არის ტრამპის ერთგული მოკავშირე, უფრო მჭიდროდ ემთხვევა მის პოზიციას უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით, ვიდრე ვაგნერი და ვილსონი.

მასტი 2017 წლიდან მსახურობს პალატაში, ხელმძღვანელობს ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების ქვეკომიტეტს. ის 12 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა აშშ-ის არმიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები