გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით, გორის მე-10 საჯარო სკოლა პროექტს – „წიგნები ჩემი მეგობარია“ ახორციელებს
გორის მუნიციპალიტეტის მერიასთან თანამშრომლობით გორის მე-10 საჯარო სკოლა პროექტს „წიგნები ჩემი მეგობარია“ ახორციელებს. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში მოზარდები გორელ პოეტს ნოდარ მდინარიძეს შეხვდნენ.
,,ინიციატივის მიზანია მოსწავლეების წიგნით დაინტერესება.
აქტივობებში რამდენიმე ათეული მოსწავლე იყო ჩართული.
პროექტის ფარგლებში შეძენილ იქნა წიგნები, შეიქმნა მკითხველთა კლუბი, წაკითხული ლიტერატურის მიხედვით მომზადდა კედლის გაზეთები, პოსტერები, კარიკატურები, გაიმართა გამოფენები, მოეწყო წაკითხული ნაწარმოებების განხილვები და სხვა. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სპექტაკლისთვის მზადება.
პროექტი ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსდა”,- წერია ინფორმაციაში.