ზესტაფონში ორი სოფლის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საზანო – ზოვრეთის დამაკავშირებელ გზას, რომლითაც ყოველდღიურ რეჟიმში 1000 – ზე მეტი ადამიანი სარგებლობს რეაბილიტაცია უტარდება. ინფორმაციას ზესტაფონის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზის მოწყობის სამუშაოები რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით და მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პროექტის ღირებულება 420 000 ლარია.
ინფრასტრუქტურული პროექტის მონიტორინგი მუნიციპალიტეტის მერმა, ვასილ გველესიანმა ვიცე მერთან – გიორგი ჯუღელთან და ინფრასტრუქტურის სამსახურთან ერთად განახორციელა.
გველესიანის თქმით,
პროექტების განხორციელება თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს.
“საზანოს ადმინისტრაციულ ერთეულში ერთდროულად ორი საუბნო გზის აღდგენით სამუშაოებს ვაწარმოებთ. პროექტების განხორციელება თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით მიმდინარეობს. ადგილობრივ მოსახლეობას პროექტების დასრულების შემდეგ საგრძნობლად გაუმარტივდება გადაადგილება, როგორც შიდა საუბნო გზებზე, ასევე ცენტრალურ მაგისტრალზე გასასვლელად” – აცხადებს ვასილ გველესიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები