ნეთანიაჰუ: გოლანის მაღლობები ყოველთვის იქნება ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი
გოლანის მაღლობები ყოველთვის იქნება ისრაელის სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ იერუსალიმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„სირიის რეჟიმის ჩამოშლა პირდაპირი შედეგია იმ მძიმე დარტყმებისა, რომლებიც ჩვენ მივაყენეთ „ჰამასს“, „ჰეზბოლასა“ და ირანს“, – აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
მისივე თქმით, „ჰამასის იზოლაცია“ ასადის დაცემის შემდეგ კარს უხსნის მძევლების გათავისუფლების შესახებ გარიგებას.
„ისრაელი აყალიბებს თავის პოზიციას, როგორც ძალაუფლების ცენტრს [ახლო აღმოსავლეთის] რეგიონში“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.