აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სიმბოლურად  კუბო მიიტანეს და დაწვეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს, ნაძვის ხესთან დადგეს და მას ცეცხლი მოუკიდეს.

კუბოში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ფიტული და ყვავილები იყო მოთავსებული, რომელიც მომიტინგეებმა რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე სპეციალური კორდონით შემოიტანეს.

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მე-12 დღეა გრძელდება.

მოქალაქეების პროტესტი მთავრობის გადაწყვეტილებას მოჰყვა, რომლის თანახმად, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები