ზელენსკი: ასადის რეჟიმი დაეცა იმის გამო, რომ რუსეთმა მთელი თავისი ჯარი უკრაინაში გადაიყვანა
სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაეცა იმის გამო, რომ თითქმის 800 000 რუსი სამხედრო ახლა უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კრისტენ მიხალთან შეხვედრისას განაცხადა.
„რატომ გვჭირდება ჩვენი პარტნიორების დახმარება და ნდობა? იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიო გაგება, თუ რა არის […] ომი უკრაინაში. ჩვენ დავინახეთ, რომ ასადის რეჟიმი დაეცა, რადგან იქ ნამდვილად არ იმყოფებოდნენ ძლიერი რუსული ჯარები. მოდი ვიყოთ გულახდილები. ყველა მათგანი გადანაწილდა უკრაინაში; თითქმის 800 000 რუსი ჯარისკაცი უკრაინის ტერიტორიაზე იმყოფება. და ეს ნიშნავს, რომ ამ ფსევდოიმპერიის არმია ახლა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ იბრძვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. გუშინ ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია. პუტინმა ასადისთვის ჰუმანიტარული თავშესაფრის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.