იტალიაში, ფლორენციის მახლობლად აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა

იტალიაში, ფლორენციის მახლობლად, საწვავის საცავში, რომელიც იტალიური ენერგეტიკული ფირმა Eni-ს ეკუთვნის, აფეთქება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა დაშავდა და სამი უგზო-უკვლოდ დაიკარგა, – ამის შესახებ Reuters-ი წერს.

აფეთქება მოხდა კალენზანოში, ტოსკანის დედაქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში, იმ რაიონში, სადაც სატვირთო მანქანები საწვავით იტვირთება.

„მთელი ტოსკანა გაერთიანებულია იმ ტრაგედიის გამო, რომელიც დღეს მოხდა“, – წერს რეგიონის ხელმძღვანელი ევგენიო ჯიანი სოციალურ მედიაში.

მეხანძრეებმა განაცხადეს, რომ ხანძარი ლიკვიდირებულია, იტალიის სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტმა კი ადგილობრივ მოსახლეობას შენობებში დარჩენისკენ მოუწოდა.

პროკურატურამ განაცხადა, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დასადგენად დაიწყო და დასძინა, რომ პოლიცია, სასამართლო, ექიმები და ტექნიკური მრჩევლები პროცესში უკვე ჩართულნი არიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები