პესკოვი: ასადისთვის ჰუმანიტარული თავშესაფრის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება პუტინმა ერთპიროვნულად, თავად მიიღო

სირიის გაქცეული პრეზიდენტის ბაშარ ასადისთვის ჰუმანიტარული თავშესაფრის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თავად, ერთპიროვნულად მიიღო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“რასაკვირველია, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები სახელმწიფოს მეთაურის გარეშე არ მიიღება. ეს მისი გადაწყვეტილებაა”, – აღნიშნა პესკოვმა.

მას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, აპირებს თუ არა პუტინი რუსეთში ჩასულ ასადთან შეხვედრას, რაზეც პრესმდივანმა განაცხადა, რომ კრემლის მეთაურს გრაფიკში ასეთი შეხვედრა ჩანიშნული არ აქვს.

ცნობისთვის, 27 ნოემბერს ოპოზიციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა მასშტაბური შეტევა დაიწყეს სირიის სამთავრობო ძალების წინააღმდეგ ალეპოსა და იდლიბში. 7 დეკემბერს ასადის მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს ისეთი სირიული ქალაქები, როგორიცაა ალეპო, დეირ-ეზ-ზორი, დერაა, ჰაბა და ჰომსი. გუშინ ისინი სირიის დედაქალაქ დამასკოში შევიდნენ, რის გამოც ასადს ქვეყნის დატოვება და რუსეთში გაქცევა მოუწია. პესკოვი: ასადისთვის ჰუმანიტარული თავშესაფრის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება პუტინმა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები