ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლება გრძელდება. ქვენობნის ადმინისტრაციულ ერთეულში რეაბილიტირდა სოფელ ქვენობნის ცენტრიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის 800-მეტრიანი მონაკვეთი, ასევე, ბუკნარში, დოლიძეების უბანში, ორფენიანი ასფალტის საფარი დაიგო გზის 1 200-მეტრიან მონაკვეთზე.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და ჯამურად 569 797 ლარი შეადგინა.

გზის რეაბილიტაციის პროცესს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი დავით შარაშიძე სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები