“ევროპამ ნატო-ს კოლექტიურ უსაფრთხოებაში მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს” – ტრამპი
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეხვედრაზე საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უთხრა, რომ ევროპამ ნატო-ს კოლექტიურ უსაფრთხოებაში მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელოს,- ამის შესახებ The New York Post-ი იტყობინება.
ტრამპმა თქვა, რომ მან ისაუბრა საფრანგეთის პრეზიდენტთან ნატო-ზე და იმაზე, თუ როგორ უნდა გადაიხადონ მოკავშირეებმა „სამართლიანი გადასახადები“.
ინფორმაციისთვის, ტრამპის განცხადებით, აშშ დარჩება ალიანსში, თუ მას სამართლიანად მოექცევიან. მოკავშირეები საკმარის ინვესტიციას თუ არ განახორციელებენ თავდაცვაში, აშშ ნატო-ს დატოვებას განიხილავს.