ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა

9 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე სახალხო დამცველმა ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე და აპარატის საქმიანობაზე ისაუბრა, მათ შორის, აქციის მონაწილეთა დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და კლინიკებში მონახულებაზე, გამოძიებისთვის მასალების თავმოყრასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურისადმი მიწოდებაზე. ხაზი გაუსვა სამართალდამცველთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე რეაგირების აუცილებლობას.

ელჩმა მადლობა გადაუხადა სახალხო დამცველს საგანგებო რეჟიმში მუშაობისა და იმ საქმიანობისთვის, რასაც აპარატი ეწევა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების დასამკვიდრებლად.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სახალხო დამცველის პირველი მოადგილე, თამარ გვარამაძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები