“ვინც პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან; თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობენ, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და სხვა ქვეყნების მიზნებისთვის გასწირონ” – ლევან ნიკოლეიშვილი
“დღეს უკვე აშკარაა, რომ „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ხელისუფლების ჩამოშლა, ქვეყნის დანგრევა და მეორე ფრონტი ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილა. ახლა დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს განვლილ მოვლენებზე”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს უკვე აშკარაა, რომ „ნაცმაიდანი“ ჩავარდა და ხელისუფლების ჩამოშლა, ქვეყნის დანგრევა და მეორე ფრონტი ჩვენმა ქვეყანამ თავიდან აიცილა. ახლა დადგა დრო, ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოება სწორ დასკვნებს გააკეთებს განვლილ მოვლენებზე. ერთი რამ კი აუცილებლად უნდა აღინიშნოს – ის ხალხი, ვინც პოლიტიკურ პარტიებთან გარიგებაში არ არიან, მაგრამ მაინც მიტინგზე დგანან, სასარგებლო იდიოტები არიან. ხალხის ეს მცირე მასა, თავისდაუნებურად, რევანშისტულ ძალებს ხელს უწყობს, რომ საქართველო ხელში ჩაიგდონ და შემდეგ სხვა ქვეყნების დიდი პოლიტიკური მიზნებისთვის გასწირონ. დიდი იმედი არ მაქვს, რომ ამ სასარგებლო იდიოტებს რამეს შთავაგონებთ, მაგრამ აუცილებლად უნდა იცოდეს ყველამ, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილ ამ მზაკვრულ დანაშაულში მონაწილეობა, იქნება ეს განზრახ თუ უნებლიედ, დანაშაულში თანამონაწილეობაა და არავის ასცდება პასუხისმგებლობა!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.