“რადიკალური ოპოზიცია უკვე ექსტრემიზმშია გადასული, ექსტრემიზმია, როდესაც შენი ამომრჩეველი გაძლევს ხმას და ამის შესაბამისად არ შედიხარ პარლამენტში”,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრი ნინო წილოსანი აცხადებს.
მისი თქმით, სამწუხაროა, როდესაც ოპოზიციის მდგომარეობა ისეთ მოცემულობამდე მივიდა, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არანაირ საბრძოლო იარაღს არ უშინდებიან.
“ექსტრემიზმია, როდესაც რომ ვერ მოიგე არჩევნები გადიხარ ქუჩაში და აწყობ იმ რაღაც ცეცხლოვან ომებს, რომლებიც ჩვენ დავინახეთ. ექსტრემიზმია, როდესაც შენს ამ მავნებლურ გეგმებში იყენებ ახალგაზრდებს და ფარად გყავს ამოყენებული ბავშვები. ექსტრემიზმია მათი წარმომადგენელი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ პროცესში არასრულწლოვნების ჩართვას ითხოვს და ფაქტობრივად ბავშვებს აყენებს უკიდურესად მძიმე ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ და ექსტრემიზმია ის ყველაფერი, რასაც საკუთარ ქვეყანას უკეთებენ. სამწუხაროა, როდესაც რადიკალური და ექსტრემისტული ოპოზიციის მდგომარეობა ისეთ მოცემულობამდე მივიდა, რომ საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ არანაირ საბრძოლო იარაღს არ უშინდებიან,”- აცხადებს წილოსანი.