Bloomberg: „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ სანქციების შერბილების მიზნით, ევროკავშირი აშშ-თან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ევროკავშირი მოლაპარაკებებს აწარმოებს აშშ-თან „გაზპრომბანკის“ წინააღმდეგ სანქციების შერბილების მიზნით. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, დისკუსიები გრძელდება მას შემდეგაც, რაც პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გააუქმა მოთხოვნა, რომლის შემდეგაც უცხოელ მყიდველებს რუსული გაზის ყიდვა აღნიშნული ბანკის გარეშეც შეუძლიათ. ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს აშშ-ის შეზღუდვების გავლენის თავიდან აცილებას.
როგორც წყაროები აცხადებენ, ევროკავშირი და აშშ განიხილავენ შემარბილებელი ღონისძიებების ტიპსა და მასშტაბს მას შემდეგ, რაც ევროპის ზოგიერთი მთავრობა და კომპანია გაფრთხილებით გამოვიდა, რომ სანქციები საფრთხეს შეუქმნის მიწოდების უსაფრთხოებას.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებებში განხილული ვარიანტები მოიცავს ლუქსემბურგში დაფუძნებული „გაზპრომბანკის“ შვილობილი კომპანიის მეშვეობით გადახდების ლეგალურად განხორციელების შესაძლებლობას, ან უკეთესი გადახდის სხვა არხების გამოყენებას.