რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გააუქმა

რუმინეთის სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები რუსეთის გავლენის შიშის გამო გააუქმა. ამის შესახებ „პოლიტიკო“ წერს.

არჩევნები, რომელიც რუმინეთში ორი კვირის წინ გაიმართა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესი თავიდან დაიწყება და მთავრობამ ახალი არჩევნების ჩატარების თარიღი უნდა გადაწყვიტოს.

პირველი ტურის შედეგებმა აჩვენა, რომ კალინ ჯორჯესკუმ, ნაკლებად ცნობილმა ულტრამემარჯვენემ, ყველაზე მეტი ხმა მოიპოვა.

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ მათ მიიღეს შედეგის ბათილად ცნობის შესახებ მოთხოვნა იმ სადაზვერვო დოკუმენტების საფუძველზე, სადაც დეტალურად იყო აღწერილი ბრალდებები რუსეთის გავლენის შესახებ.

არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო, თუმცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, მთელი საარჩევნო პროცესი და შესაბამისად, საარჩევნო კამპანია ხელახლა წარიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები