გოგა ხაინდრავა: მაკა ბოჭორიშვილმა მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე გამოსვლით ევრო ელიტას პირდაპირ უთხრა, რომ იცოდეთ, ეს სხვა ქვეყანააო – ვნახეთ, როგორ ესალმებოდნენ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ
პორნო ლიბერალური პოლიტიკური ელიტა დაწყებული ბაიდენის ადმინისტრაციით და დამთავრებული ევროკავშირის ელიტით, დაუპირისპირდა საქართველოს ღიად, შტურმი მოაწყვეს ჩვენს წინააღმდეგ და ქართულმა საზოგადოებამ ეს ბრძოლა მოიგო, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„იცოდეთ, ეს სხვა ქვეყანაა, ეს ყველაფერი რომ გაივლის, სხვა ლეველზე ვიქნებით, სხვანაირად შეგვხვდებიან. ეს დღეს იქაც გამოჩნდა, მაკა ბოჭორიშვილს მალტაში, ეუთოს მინისტერიალზე როგორ ესალმებოდნენ და როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ. დღეს მაკა ბოჭორიშვილმა მისი გამოსვლით პირდაპირ უთხრა სათქმელი ევრო ელიტას, იცოდეთ ეს სხვა ქვეყანაა“, – აღნიშნა ხაინდრავამ.