„ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, კრიზისი არ ელოდება არაფერს, არჩევნები მორჩა“ – სალომე ზურაბიშვილის პასუხი კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში კითხვაზე, უნდა დაველოდოთ თუ არა ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიშს, განაცხადა: ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, კრიზისი არ ელოდება არაფერს, არჩევნები მორჩა.
„კრიზისი არ ელოდება არაფერს, კრიზისი არის ჩვენს ქუჩებში. არჩევნები მორჩა, არჩევნების გაყალბება უკვე დადასტურდა ქვეყანაში, ეს არის პრობლემა. ვინ უნდა დაელოდოს? ხალხი გამოსულია ქუჩაში, მე კი არ ვარ. არ არის აღიარებული ეს არჩევნები ხალხის მიერ, პოლიტიკური ოპოზიცია არ შედის პარლამენტში, კრიზისია. გვინდა, არ გვინდა, კრიზისია“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.