ზვიად შალამბერიძე – სპეცრაზმელების სიების გასაჯაროებაზე: ეს არის სამშობლოს ღალატი
ის, რომ გაასაჯაროვეს ჩვენი პოლიციელების სია, არანაირ ჩარჩოში არ ჯდება. ეს არის პირდაპირ მიმართული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ვნახეთ სიუჟეტი, რომ ჩავიდნენ სპეცრაზმელების მშობლებთან, სადაც ერთ-ერთი სპეცრაზმელის მამა ეუბნება, რომ მისი შვილი გორშია დროებით ოკუპირებულ საზღვართან. ანუ, პირდაპირ დაუდეკლარირეს ჩვენს სახელმწიფოს მესაზღვრე, მისი სახელი, გვარი და ა.შ. ეს არის სამშობლოს ღალატი“, – აღნიშნა შალამბერიძემ.