გოგა ხაინდრავა: ძალადობრივი პროცესი შეწყდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც ამოიძირკვა აი ეს ბოროტების საფუძვლები და იმის შემდეგ არანაირი პროტესტი არ არის – ეს არის აქტივი ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის, რომელიც ყოველდღიურად მცირდება

მკაფიოდ განსხვავებულია ვითარება, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით ამ დღეებში და უკანასკნელ სამი დღეა. მას მერე, რაც მოხდა იმ ბუდეების ამოძირკვა, საიდანაც მოდიოდა ეს ძალადობა. აქციას აბსოლუტურად სხვა ხასიათი აქვს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„უკანასკნელ წლებში საქართველოს თავისუფალი აზრის და ნების გამოხატვის შეზღუდვა არ ჰქონია, არაც დღეს. ყველაზე საინტერესოა აქ არის ის, რომ ამ აქციებს არ ჰყავს გამომსვლელი, არ აქვს მიკროფონი და ტრიბუნა, არ არის რაღაცის მოთხოვნა ან აზრის გამოთქმა, არაფერი არ ხდება და მაშინ რა არის ეს?

ძალადობრივი პროცესი შეწყდა ზუსტად იმ დღიდან, რა დღიდანაც ამოიძირკვა აი ეს ბოროტების საფუძვლები და იმის შემდეგ არანაირი პროტესტი არ არის. ეს არის აქტივი ამ ოთხი პოლიტიკური პარტიის, რომელიც ყოველდღიურად მცირდება. ეს იყო მომზადებული გადატრიალება, რომელიც ამერიკის საელჩოდან იმართებოდა, რაღაცა მომენტამდე მივიდა ეს და როდესაც აფეთქება უნდა მომხდარიყო, ეს აფეთქება ჩაიფუშა.

ვერ მოხდა ის აფეთქება იმიტომ, რომ ნებისმიერ აფეთქებას საზოგადოების მუხტი სჭირდება, საზოგადოების მზადყოფნა, მისი აღშფოთება იმით, რაც ხდება ქვეყანაში, ხელისუფლებით უკმაყოფილება და ა.შ. ამის მეტი რა მინახავს“, – აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები