ზვიად შალამბერიძე: მინდა ზელენსკიმ იცოდეს, ის ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ისეთი რეგიონის ხელმძღვანელებსა და ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უკრაინას ყოველთვის გვერდში ედგნენ

მინდა ზელენსკიმ იცოდეს, რომ ის ასანქცირებს ისეთ ადამიანებს, ისეთი რეგიონის ხელმძღვანელებსა და ისეთი ქვეყნის ლიდერებს, რომლებიც უკრაინას ყოველთვის გვერდში ედგნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ზვიად შალამბერიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირებაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ზელენსკი უსმენს ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ქართველები აღარ უსმენენ. ეს არის ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი, მაგრამ როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდება, ძალიან ბევრი მიმართულებით გადაიტვირთება ურთიერთობები “, – აღნიშნა შალამბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები