სოსო რობაქიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ქვეყანას მართავდა, მაშინაც ახალგაზრდებს ხოცავდა ქუჩაში და დღესაც ახალგაზრდები ჰყავს ფარად აფარებული
კოჰაბიტაცია ევროპელებმა მოახვიეს საქართველოს თავზე, მაგრამ ეს რომ თანაცხოვრებას ნიშნავს, ვერც ევროპელებმა და ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაიგო, – ამის შესახებ „იმედის კვირასთან“ ბუტა რობაქიძის მამამ, სოსო რობაქიძემ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც ქვეყანას მართავდა, მაშინაც ახალგაზრდებს ხოცავდა ქუჩაში და დღესაც ახალგაზრდები ჰყავს ფარად აფარებული. 200-ზე მეტი ბიჭია დახვრეტილი, რომელ ცემაზე იძახიან?! კობა დავითაშვილი მოკლეს ცემაში, მე ზუგდიდში მცემეს, ახლაც ინვალიდი ვარ“, – აღნიშნა რობაქიძემ.