“გვსურს, გამოვეხმაუროთ „მაუწყებლის“ მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ და ვფიქრობთ მიზანმიმართულად დამახინჯებულ ინფორმაციას” – “არემჯი”
“გვსურს, გამოვეხმაუროთ მედია ორგანიზაცია „მაუწყებლის“ მიერ სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ გადაუმოწმებელ და ვფიქრობთ მიზანმიმართულად დამახინჯებულ ინფორმაციას, რომელსაც მორიგ ჯერზე შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება”, – ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “არემჯი” ავრცელებს.
“სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „მაუწყებელი“ კომპანიასთან კონკრეტული ფაქტების გადამოწმების გარეშე ე.წ. „ანონიმურ წყაროზე“ დაყრდნობით ავრცელებს ცრუ ინფორმაციას.
ოფიციალურად გაცნობებთ, რომ კომპანია „არემჯის“ და მისი მენეჯმენტის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ღია და გამჭვირვალეა. მცდარია „მაუწყებლის“ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, როგორც კომპანიის დირექტორის, ასევე მისი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების შესახებ.
გვსურს დავაფიქსიროთ, რომ ჩვენი კომპანია არასდროს სცდება ბიზნესის საზღვრებს და არ აწარმოებს კომუნიკაციას დასაქმებულებთან პოლიტიკურ საკითხებზე. მეტიც, თითოეული ჩვენი თანამშრომლის არჩევანი არის თავისუფალი, ხოლო მათი პირადი გადაწყვეტილება კი კონფიდენციალური”, – აღნიშნულია არემჯის ინფორმაციაში.