მაკა ბოჭორიშვილი: ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში კარგი შესაძლებლობაა, მქონდეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩემს კოლეგებთან და ამ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ

ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში კარგი შესაძლებლობაა, მქონდეს გაცნობითი ხასიათის შეხვედრები ჩემს კოლეგებთან და რა თქმა უნდა, მაქსიმალურად გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს შეხვედრა ჰქონდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

„ეს იყო ჩემი პირველი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა მასთან. რა თქმა უნდა, ხაზი გაესვა იმ სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც ორ ქვეყანას შორის არის და იმის მნიშვნელობას, რომ ეს თანამშრომლობა გაგრძელდეს და განვითარდეს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, რაც შესაძლებლობას მისცემს კავკასიის რეგიონს სრულად გამოვიყენოთ ის პოტენციალი, რაც რეგიონს აქვს“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი 4-6 დეკემბერს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე სხდომაში მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები