ბორჯომის მერია: დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში, ბორჯომის ქუჩაზე ცენტრალური გზის გამყოლი ღობეების რეაბილიტაცია დასკვნით ფაზაშია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობს ღობეების და ჭიშკრების რეაბილიტაცია.

“გარე განათების სისტემისა და შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია კი უკვე დასრულდა.

სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

აღნიშნული პროექტი ბორჯომის, როგორც საკურორტო ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით უმნიშვნელოვანესია. ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, სამუშაოები სხვადასხვა ობიექტზე აქტიურად მიმდინარეობს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები